Сообщения

მე -8 დღის რეფლექსია

მე 8 დღეს   ჩემი  პროექტის  გეგმაში  შევიტანე  სპეციალური  საჭიროების  მქონე და  ნიჭიერ  მოსწავლეზე  მორგებული აქტივობები.   ვიმუშავეთ  google forms-ში.  შვქმენით  გამოკითხვა.

მე-9 დღის რელექსია

           მე-9 დღეს  დავათვალიერეთ  პორტფოლიოს  ჩეკლისტი  და  მოვნიშნეთ ყველა  ის  აქტივობა   რომელიც   განვახორციელეთ  ტრენინგის  განმავლობაში. ტრენერმა  კიდევ  ერთხელ  დაგვათვალიერებინა  პროექტის  შეფასების  რუბრიკა. მან  აღნიშნა  რომ მაქსიმალური  შეფასება  თვითოეული კრიტერიუმისა  არის -4.   ე.ი. პორტფოლიოს  შეფასებისას  შეიძლება მაქსიმალური ქულა  -44-ია .  იმისთვის  რომ ტრენინგი  ჩაგვეთვალოს  30 ქულაა.       ჩვენი  საქაღალდე ავტვირთეთ   ვებ გვერდზე. ტრენინგის  ყველა მონაწილეს  ვუსურვებ  წარმატებას. დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს სასიამოვნო  და  ნაყოფიერი  ტრენინგისთვის.

პროექტის პორტფოლიო

 გთხოვთ დაათვალიეროთ  ჩემი პროექტის  პორტფოლიო   და  შეაფასოთ

მე -7 დღის რეფლექსია

ტრენინგის  მე-7 დღეს  გავეცანით შეფასების რუბრიკებს.განვიხილეთ  დიფერენცირებული  სწავლების მეთოდები და სტრატეგიები.    შევავსეთ  კითხვარი  დიფერენცირებულ სწავლებაზე.

მე 6 დღის რეფლექსია

    ტრენინგის მე -6 დღეს  დასრულებული  მასწავლებლის  პრეზენტაცია   ჩავაშენეთ ბლოგში.ვისაუბრეთ  საავტორო  უფლებებზე. შევავსეთ  ტესტი.     დავიწყეთ  მუშაობა მოსწავლის პრეზენტაციაზე.

ჩემი პროექტის წარდგენის პრეზენტაცია

მე -5 დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე   დღე აღმოჩნდა  საკმაოდ საინტერესო   და დატვირთული.   ვიმუშავეთ შეფასების  მეთოდებზე. შევავსეთ შეფასების  მონახაზი.  ვისწავლეთ პრეზენტაციის  შექმნა.